ნიკა მალის „გენტი“ აკვირდება, კონკრეტული ამერიკული შემოთავაზებაა
ნიკა მალის „გენტი“ აკვირდება, კონკრეტული ამერიკული შემოთავაზებაა
ნიკა მალით ზაგრების „დინამო„ და პოზნანის „ლეხი“ დაინტერესდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ბელგიური და ამერიკული კლუბებიც აკვირდებიან – ამის შესახებ „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
 
„ზაგრების „დინამოს“ ინტერესის შესახებ კონკრეტული არაფერია. პოლონური პოზნანის „ლეხი“ კი აქტიურობს. პოლონური გუნდის წარმომადგენლები საქართველოს თასის ფინალზე ჩამოვიდნენ. სატრანსფერო „ფანჯარა“ მალე გაიხსნება და მერე გამოჩნდება, ეს შემოთავაზებები რეალურია თუ არა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნიკა მალი.
21 წლის ფეხბურთელის თქმით, ლაპარაკი ბელგიურ გუნდზეც იყო. თუმცა, უფრო კონკრეტული წინადადებაც დაასახელა: „მითხრეს, რომ დაინტერესებულია ბელგიური, დანიური და ჩეხური კლუბები და რომ ერთ-ერთი მათგანი „გენტია“ (სადაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ). ყველაზე კონკრეტული წინადადება კი ამერიკული კლუბიდან, „ფილადელფიადან“ მაქვს, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანია“.