ნიკა მალი - მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და გახარებული ვარ, „დინამოს“ რომ შევუერთდი #1TVSPORT
ნიკა მალი - მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და გახარებული ვარ, „დინამოს“ რომ შევუერთდი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა ნიკა მალიმ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე პირველი კომენტარი გააკეთა – „საბურთალოდან“ საქართველოს ვიცეჩემპიონის რიგებში გადასულმა 23 წლის მარჯვენა მცველმა საკუთარ მიზნებზე ისაუბრა:

„უპირველესად, მივესალმები „დინამოს“ გულშემატკივარს და ვიტყვი, რომ მოხარული ვარ აქ ყოფნით. მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა და გახარებული ვარ, რომ გუნდში შევუერთდი. ვფიქრობ, შეკრების დასრულებამდე ფორმაში შესვლას მოვახერხებ“,- ამბობს ნიკა მალი.

23 წლის მცველმა იმ ემოციებზეც ისაუბრა, რაც „დინამოში“ გადასვლისას განიცადა:

„ჩემთვის დიდი პატივია ისეთ დიდი გუნდში თამაში, როგორიც „დინამო თბილისია“. ვფიქრობ, წარმატებული წელი იქნება და შევეცდები, ამ წარმატებაში ჩემი წვლილი მაქსიმალურად შევიტანო“.

შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე დღეს „დინამო თბილისი“ კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა. შესვენების შემდეგ კახა ცხადაძის გუნდში ნიკა მალი გამოჩნდა, რომელიც თბილისელებმა „საბურთალოდან“ დაიმატეს, გუნდს კი თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და მისი ფორმით პირველი თამაში ჩაატარა.