ნიგერიის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის, ლაი მოჰამედის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მუშაობა შეჩერებულია.
ლაი მოჰამედის თქმით, ამ სოციალურ ქსელს მუდმივად იყენებენ „ისინი, ვინც ნიგერიის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის ძირს“.
ნიგერიის გენერალური პროკურორის, აბუბაქარ მალამის განცხადებით, „ტვიტერთან“ დაკავშირებული აკრძალვის დამრღვევი ნებისმიერი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.