ნიდერლანდებში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება
ნიდერლანდებში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

ნიდერლანდებში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლები 2 ივნისს გაიხსნება, საშუალო სკოლებში სასწავლო პროცესი 8 ივნისიდან აღდგება.

ამასთან, კაფეები და რესტორნები პირველი ივნისიდან განაახლებენ მუშაობას, თუმცა შეზღუდვებით. მათ მაქსიმუმ 30 სტუმრის მიღების უფლება ექნებათ. ადამიანები ვალდებული იქნებიან 1,5-მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

ასევე გაიხსნება მუზეუმები, თუმცა ბილეთები მხოლოდ ინტერნეტით გაიყიდება.

ქვეყნის პრემიერმა, მარკ რუტემ მოსახლეობას მოუწოდა, გააგრძელონ რეკომენდაციების დაცვა, რადგან ვირუსი არსად გამქრალა.

ნიდერლანდებში „კოვიდ 19“-ის 44 249 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით ქვეყანაში 5 715 ადამიანი დაიღუპა.