ნიჩბოსნობა | ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა. ფინალში მას მედლის მოსაპოვებლად ძალიან ცოტა დააკლდა. მესამე ადგილზე გასულმა ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუტასმა სულ რაღაც 0.203 წამით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ივნისს პოლონეთში საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, სადაც ზაზა ნადირაძემ ფინალის საგზური მოიპოვა. დღევანდელ დაპირისპირებაში კი გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი ესპანელი ხუან მორენო გახდა, რომელმაც 200 მეტრი 40.770 წამში დაფარა. მეორე ადგილზე კი ბელარუსი არცემ კოზირი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს 0.028 წამით ჩამორჩა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.