ჰოკეის ნაციონალური ლიგის კვირის საუკეთესო სამი მოთამაშე დასახელდა.პირველი ვარსკვლავი „ვინიპეგის“ ფინელი ფორვარდი, პატრიკ ლაინე გახდა, რომელმაც ოთხ მატჩში 11 შაიბა გაიტანა, მათ შორის ხუთი „სენტ-ლუისთან“ თამაშისას.
კვირის მეორე ვარსკვლავად „ვეგასის“ მეკარე მარკ-ანდრე ფლერი დასახელდა. მის ანგარიშზე სამი თამაშიდან სამი გამარჯვებაა, აქედან ორ მატჩში კი ფლერმა კარები მშრალად შეინახა.
მესამე ვარსკვლავი რუსი ნიკიტა კუჩეროვია, რომელმაც ოთხ თამაშში ცხრა ქულა დააგროვა (ორი გოლი + შვიდი გადაცემა).