NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა
NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ, დღის საუკეთესოები დაასახელა. პირველი ვარსკვლავი „ფილადელფიას“ მეკარე კარტერ ჰარტი გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ მატჩში 20 სეივი შეასრულა (3:2). მეორე საუკეთესოდ „ფლორიდას“ რუსი თავდამსხმელი ევგენი დადონოვი დასახელდა, მან ​ „ბაფალოსთან“ მატჩში (5:2), დუბლი და საგოლე გადაცემა გააკეთა. მესამე ვარსკვლავი კი „სან-ხოსეს“ მეკარე მარტინ ჯონსია, რომელმაც „მინესოტასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში (4:0), 26 შაიბა მოიგერია.