ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა.
პირველი ვარსკვლავი „ვინიპეგის“ თავდამსხმელი მარკ შაიფლი გახდა, რომელმაც „ტამპასთან“ მატჩში დამატებით დროში გამარჯვების მომტანი შაიბა გაიტანა და ამავე მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა (5:4).
მეორე საუკეთესოდ „ბაფალოს“ კაპიტანი ჯეკ აიკელი დასახელდა, მან „ბოსტონთან“ დაპირისპირებაში 4ქულა (2+2) დააგროვა (4:2).
მესამე ვარსკვლავი კი „სან-ხოსეს“ მცველი ბრენტ ბერნსია, რომელმაც ჩიკაგოსთან სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა (7:3).