ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „ედმონტონის“ ფორვარდი კონორ მაკგრეგორი. ის სამ მატჩში 10 ქულით (3 გოლი + 7 შედეგიანი პასი) ბოლო შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მაკდევიდმა „კოლორადოსთან“ მატჩში (6:2) ექვსი ქულა (3+3) დააგროვა, რაც მისი კარიერის რეკორდია. ეს იყო ფორვარდისთვის კარიერაში მეექვსე ჰეთ-თრიკი.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „კოლორადოს“ თავდამსხმელმა ნათან მაკინონმა. სამ მატჩში მისი მონაგარი იყო 7 ქულა (4+3). მან „ვინიპეგთან“ 4:0 მოგებულ მატჩში ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა – 2 გოლი და 2 შედეგიანი პასი.
მესამე ვარსკვლავად დასახელდა „ფლორიდას“ მცველი კიტ იენდლი. ის გასულ კვირას ყველაზე შედეგიანი მცველი იყო – სამ მატჩში რვა ქულა (1+7) აიღო.