ახალი რეგულარული ჩემპიონატის წინ, რომელიც 4 ოქტომბერს იწყება, ჰოკეის ეროვნული ლიგის პრეს-სამსახურმა 10 საუკეთესო მოთამაშის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი „ედმონტონის“ კაპიტანს – კონორ მაკდევიდს მიენიჭა. მეორე ადგილზე „პიტსბურგის“ ლიდერი – სიდნი კროსბია, მესამე კი „ტამპა ბეის“ რუსი ფორვარდი ნიკიტა კუჩეროვია.
NHL-ის ვერსიით 10 საუკეთესო მოთამაშის სია:
1. კონორ მაკდევიდი (კანადა – „ედმონტონი“)
2. სიდნი კროსბი (კანადა – „პიტსბურგი“)
3. ნიკიტა კუჩეროვი (რუსეთი – „ტამპა ბეი“)
4. ევგენი მალკინი (რუსეთი – „პიტსბურგი“)
5. ალექსანდრ ოვეჩკინი (რუსეთი – „ვაშინგტონი“)
6. ვიქტორ ჰედმანი (შვედეთი – „ტამპა ბეი“)
7. დრიუ დაუტი (კანადა – „ლოს ანჯელესი“)
8. ერიკ კარლსონი (შვედეთი – „სან ხოსე“)
9. ტეილორ ჰოლი (კანადა – „ნიუ ჯერსი“)
10. ოსტონ მეტიუზი (აშშ – „ტორონტო“)