ფინეთის ნაკრებისა და NHL-ის კლუბის “ფილადელფიას” წევრი იორი ლეჰტერა ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.
ფინეთის პოლიციამ გამოძიების მსვლელობისას, კოკაინის პარტია ამოიღო, რომელიც, სავარაუდოდ, ჰოლანდიიდან იყო ჩატანილი და უნდა გავრცელებულიყო ტამპერეს რეგიონში. ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს სასამართლოსწინა გარჩევა. ეჭვმიტანილთა რიცხვი 23-ს აღწევს. მათ შორის არის ცნობილი ჰოკეისტი. თავად ლეჰტერა ამ საქმესთან თავის კავშირს უარყოფს, – წერს ვებგვერდი MTV.fi.
იორი ლეჰტერას ფინეთის ნაკრებში მოპოვებული აქვს ბრინჯაო 2014 წლის ოლიმპიადაზე და ვერცხლი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.