ზაზა სარალიძის ადვოკატი - ველოდებით ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან
ზაზა სარალიძის ადვოკატი - ველოდებით ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება.

მისი თქმით, ახლა ქმედით ნაბიჯები პროკურატურამ უნდა გადადგას.

„მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას და დღეს თამამად შემიძლია, კიდევ ერთხელ დავსვა კითხვა, ამ ეტაპზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, რას აპირებს პროკურატურა? ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ველოდებით უკვე ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან. სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა პროკურატურას, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, ოღონდ მოქმედებდნენ დაუდგენელ პირებთან ერთად და ეს დაუდგენელი უნდა იქცეს დადგენილად“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.