სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო
სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ორი მოზარდის მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების ბრალი გადააკვალიფიცირა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ. მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და 10 წელი და ექვსი თვე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მეორე არასრულწლოვანი გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მოსამართლემ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გაამტყუნა და ცხრა წელი და ცხრა თვე პატიმრობა შეუფარდა. სწორედ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით ორივე მხარემ.

დატოვე კომენტარი