ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია

23:13, 20.12.2019

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია. თარიღად მას 2020 წლის 4 თებერვალი შესთავაზა.

ოფიციალური მოსაწვევი სოციალურ ქსელ „ტვიტერშიც“ გავრცელდა. აშშ-ის პრეზიდენტის ერისადმი მიმართვა ყოველწლიური ტრადიციაა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეების ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

მსგავსი