„ლივერპულის“ გულშემატკივრებმა „ნაპოლის“ ფანების თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე მოხდა. შეხვედრა ნეაპოლელებმა მოიგეს ანგარიშით 2:0.
როგორც „გოლი“ იტყობინება, მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ბართან, სადაც „ლივერპულის“ გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, სკუტერებით მივიდნენ „ნაპოლის“ მხარდამჭერები და ინგლისელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კიდევ ერთი „ლივერპულის“ გულშემატკივარი უკვე თამაშის დროს იქნა სავადმყოფოში გადაყვანილი. იგი ინგლისური კლუბის აღმასრულებელმა დიტექტორმა პიტერ მურმა კლინიკაში მოინახულა.