„აიაქსის“ 11 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„აიაქსის“ 11 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამსტერდამის „აიაქსის“ 11 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნიდერლანდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „მიტდიულანდს“ ხვდება და შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწიოს თამაში.

„აიაქსი“ დანიაში მხოლოდ 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. ჯერჯერობით უცნობია იმ მოთამაშეების სია, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ორშაბათის კონფერენცია გამოტოვა. დანიური მედიის ცნობით, ფეხბურთელებს მეორეჯერ ჩაუტარდათ ტესტი, იმის იმედად რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა და უფრო მეტ მოთამაშეს შესძლებოდა დანიაში გამგზავრება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია უეფა-სგან ნებართვა.

წესების მიხევდით კლუბი ვალდებულია გამართოს შეხვედრა, თუ მის განაცხადში მინიმუმ 13 ფეხბურთელია.