გაირკვა თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში
გაირკვა თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა.

როგორც თბილუსური გუნდის „ფეისბუკის“ გვერდი იტყობინება, „დინამო“ განთესილთა შორის მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მეტოქე შედარებით სუსტი საფეხბურთო ქვეყნიდან იქნება.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები: ფოლა ეში (ლუქსემბურგი), იურგოდენსი (შვედეთი), ბუდუჩნოსტი პოდგორიცა (მონტენეგრო), ფლორა (ესტონეთი), დინამო ბრესტი (ბელარუსი), რიგა (ლატვია), კონას ქუეი ნომედსი (უელსი), კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები), ევროპა (გიბრალტარი), ცელიე (სლოვენია), არარატ-არმენია (სომხეთი), კუპსი (ფინეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), ტირანა (ალბანეთი), სილექსი (ჩრ. მაკედონია), ფლორიანა (მალტა) და წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, რომელშიც ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), დრიტა (კოსოვო), ტრე ფიორი (სან მარინო) და ანდორის ჩემპიონი ისპარეზებენ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. წელს წყვილებს შორის დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება.

დატოვე კომენტარი