NBC - ამერიკელების 50 პროცენტს შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება სურს
NBC - ამერიკელების 50 პროცენტს შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება სურს

ამერიკელების 50 პროცენტს შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება სურს. ასეთია NBC-ისა და Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგი.

კითხვაზე, რომელი პარტია უნდა იყოს უმრავლესობაში კონგრესში, რესპოდენტთა ნახევარმა დემოკრატები დაასახელა.

ამავე კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულზეა. მისი საქმიანობით კმაყოფილია მოქალაქეთა 47 პროცენტი. ამას გარდა, რესპუბლიკელების ეკონომიკურ პოლიტიკას ამომრჩეველთა 43 პროცენტი ემხრობა, ხოლო დემოკრატების კურსს მხოლოდ 29 პროცენტი უჭერს მხარს.

კვლევის შედეგებიდან ასევე ჩანს, რომ ამერიკელების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა დაყოფილია.

კვლევა 14-17 ოქტომბერს ჩაატარეს და მასში 900 დარეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი