ნატალია ოთხმეზურის სამქულიანები „ვებერ სტეიტთან“ - „თანდერბერდსმა“ ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ნატალია ოთხმეზურის სამქულიანები „ვებერ სტეიტთან“ - „თანდერბერდსმა“ ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში, ბიგ სქაი კონფერენციაში ნატალია ოთხმეზურის „თანდერბერდსი“ „აიდაჰოსთან“ მარცხის შემდეგ, „ვებერ სტეიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 85-75 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 18 წუთი ითამაშა. ნატალია 2 ზუსტი სამქულიანის შედეგად, თავის გუნდს 6 ქულით დაეხმარა. მის ანგარიშზე ასევე 1 პასი და 1 ჩაჭრაა. მან 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

ოთხმეზურმა პირველ მეოთხედში სხვაობა შეამცირა

ოთხმეზურის რთული პოზიციიდან ჩაგდებული სამქულიანი

მატჩი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. პირველი მეოთხედი „ვებერ სტეიტმა“ 5 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ბოლო პერიოდის დაწყებამდე 3-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მეოთხე მეოთხედში უკეთესი „ვებერ სტეიტი“ იყო და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 3 ქულით წინ იყვნენ. ოთხმეზურის თანაგუნდელმა, სამანტა ჯონსტონმა სირენამდე 4.6 წამით ადრე სამქულიანის ჩაგდება მოახერხა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც „თანდერბერდსი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და მეტოქეს 10 ქულით მოუგო.

ჯონსტონმა მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა

ნატალია ოთხმეზურის გუნდს 6 მოგება და 1 წაგება დაუგროვდა და ბიგ სქაი კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. „თანდერბერდსს“ მხოლოდ „აიდაჰო“ უსწრებს, რომელსაც 2 შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული. შემდეგ მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 იანვარს „პორტლენდ სტეიტ ვიკინგსთან“ გამართავს.