მონაკოს საჭადრაკო კლუბის „მონტე-კარლოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ევროპის ქალთა ონლაინ-საკლუბო ჩემპიონატი.
მონაკოს გუნდში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე ასპარეზობდა, რომელიც „მონტე-კარლოსაც“ გაუძღვა გამარჯვებისკენ და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჭადრაკო ჩემპიონატები ონლაინ-რეჟიმში იმართება.