ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატი მოიგო

18:40, 23.12.2020

მონაკოს საჭადრაკო კლუბის „მონტე-კარლოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ევროპის ქალთა ონლაინ-საკლუბო ჩემპიონატი.

მონაკოს გუნდში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე ასპარეზობდა, რომელიც „მონტე-კარლოსაც“ გაუძღვა გამარჯვებისკენ და საკუთარ აქტივს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჭადრაკო ჩემპიონატები ონლაინ-რეჟიმში იმართება.

მსგავსი