ზაფხულის სუპერტურნირის სასტარტო დღე წარმატებული გამოვიდა გაგამარუსთვის. ქართველი მებრძოლი, რომელიც ჯურიოს მეორე ნომერია, ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსის შემთხვევაშიც დიდი ალბათობით უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში აღზევდება. შეჯიბრის პირველ დღეს თემურ ჯუღელის მეტოქე იშიურა იყო, რომელთანაც ქართველი 2 წამში , კატასუკაშის ილეთით დამარცხდა.
გაგამარუს შემდეგი მეტოქე ჯურიოს პირველი ნომერი – აზუმარიუ იქნება.