გაგამარუ იუტაკაიამასთან დამარცხდა | ნაგოია ბაშო [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მესამე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მესამე ბრძოლა ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მესამე ნომერს, იუტაკაიამას დაუპირისპირდა და ოშიტაოშით წააგო.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:2-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე კი ჯურიოს დივიზიონის მეოთხე ნომერი ვაკატაკაკაგე იქნება.