ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა
ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა

ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში აკი ბაშო გაიხსნა. ტოჩინოშინი წლის მეხუთე სუპერტურნირზე კადობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ოძეკის რანგს დაკარგავს.

ტურნირის პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე იჩინოჯო იყო. ბრძოლა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ტოჩინოშინმა სტარტზევე სცადა მეტოქის ქამრის აღება, მაგრამ ტრადიციულად ძლიერი ტაჩიაი არ ჰქონდა. იჩინოჯო მზად იყო და მეტოქე უვატე ნაგეთი დაამარცხა.

საკუთარი ბრძოლა დათმო თეიმურაზ ჯუღელმაც. გაგამარუს მეტოქე კიოკუტაისეი იყო, რომელმაც ქართველს ოშიდაშით მოუგო.