ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდა და მორიგი შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა მალე დამთავრდა – ლევანმა მეტოქის მავაშიზე მარჯვენა ხელით ჩავლება ბრძოლის დაწყებისთანავე აიღო და მას ხელი გაუთიშა. ჩიოტარიუ უკუჩავლების აღებას წარუმატებლად ცდილობდა და ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ქართველ სეკიტორის გაზაფხულის ბაშოს ათი შეხვედრიდან ათი გამარჯვება აქვს მოპოვებული და იმპერატორის თასის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.