ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, შესაძლოა პირდაპირ პლეი ოფის ეტაპით დაბრუნდეს (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის გადარჩენის ოპტიმალურ გეგმას უახლოვდება. როგორც ჩანს, 2019-20 წლების საუკეთესო გუნდი ვოლტ დისკენის კომპანიის ტერიტორიაზე გამოვლინდება. ლიგა სწორედ ორლანდოში გეგმავს სეზონის განახლებას.

ცნობილი ხდება ახალი დეტალები. დიდი ალბათობით, რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები აღარ შედგება და ლიგა პლეი ოფის ეტაპით დაბრუნდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 16 საუკეთესო გუნდი კონფერენციების განურჩევლად, სატურნირო ცხრილში დაგროვებული ქულების მიხედვით გადანაწილდება. იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობამ გეგმის მიხედვით იმოქმედა, პლეი ოფების სერია ამ მატჩებით განახლდება.

1 მილუოკი ვს 16 ორლანდო

2 ლეიკერსი ვს 15 ბრუკლინ

3 ტორონტო ვს 14 მემფისი

4 კლიპერსი ვს 13 დალასი

5 ბოსტონი ვს 12 ფილადელფია

6 დენვერი ვს 11 ინდიანა

7 იუტა ვს 10 ჰიუსტონი

8 მაიამი ვს 9 ოკლაჰომა.