ეროვნული ლიგა | პლეი ოფში „სიონი“ და „გაგრა“ ითამაშებენ - წყვილები და თარიღები ცნობილია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | პლეი ოფში „სიონი“ და „გაგრა“ ითამაშებენ - წყვილები და თარიღები ცნობილია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დღეს გამართული მატჩების შედეგად, ცნობილი გახდა პლეი ოფის წყვილები და თამაშების გამართვის თარიღები.

გადათამაშებაში ეროვნული ლიგაშე მე-8 და მე-9 ადგილებზე გასული გუნდები, ბოლნისის „სიონი“ და „გაგრა“ ითამაშებენ. მათ ლიგა 2-ში მე-2 და მე-3 ადგილზე გასული „სპაერი“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან.

ცნობილია მატჩების გამართვის თარიღები – შეხვედრები 7-8 და 11-12 დეკემბერს ჩატარდება.

 

7 დეკემბერი, ოთხშაბათი. სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე

13:00 – „სამტრედია“ – „სიონი“

8 დეკემბერი, ხუთშაბათი. თბილისი, „დინამო არენა“

13:00 – „გაგრა“ – „სპაერი

11 დეკემბერი, კვირა. ბოლნისი, „თამაზ სტეფანია არენა“

13:00 – „სიონი“ – „სამტრედია“

12 დეკემბერი, ორშაბათი. თბილისი, სპაერის სტადიონი

13:00 – „სპაერი“ – „გაგრა“