ეროვნული ლიგა | პლეი ოფის პირველ მატჩში „სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის პლეი ოფში „სამტრედიამ“, პირველ მატჩში, ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა და მთავარ ქართულ ლიგაში დასაბრუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

სამტერდიის „ეროსი მანჯგალაძეის სახელობის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი მატჩის ბოლოს, 79-ე წუთზე, ბოლნისელთა კარში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ზუსტად „სიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვარლამ კილასონიამ შეასრულა და „სამტრედია“ დააწინაურა.

87-ე წუთზე მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ – მეორე ყვითელი ბარათის გამო, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ლუკა რობაქიძე გააძევა. „სამტრედიამ“ მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა, თუმცა დარჩენილ დროში „სიონმა“ რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და 0:1 დამარცხდა.

საპასუხო მატჩი 11 დეკემბერს, ბოლნისში გაიმართება.

8 დეკემბერს, პლეი ოფის მეორე შეხვედრაში, „დინამო არენაზე“, „გაგრა“ „სპაერს“ უმასპინძლებს. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.