„ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონლური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, „მოძრაობა ძალა ერთობაშია“, „გირჩი“, „თავისუფალი საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან.
მისი თქმით, დავით კირკიტაძე არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი და მძევალი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დავით კირკიტაძე არ დაემალება სასამართლოს, არ მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს“, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.