ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის მეორე წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ბოსტონის“ თავდამსხმელი პატრის ბერჟერონი გახდა, 33 წლის კანადელმა „კოლუმბუსთან“ შეხვედრაში (4:1) დუბლი გაიფორმა. სერიის ანგარიშია 2:2.
მეორე საუკეთესო – „კოლორადოს“ გოლკიპერი ფილიპ გრუბაუერია. მან „სან-ხოსესთან“ მატჩში 32 შაიბა მოიგერია (3:0). 27 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონში მეოთხე და პლეიოფში პირველი „შათაუთი“ გაიფორმა. სერიის ანგარიში ამ დაპირისპირებაშიც საყაიმოა – 2:2.
მესამე ვარსკვლავის სტატუსიც მეკარეს ერგო, „ბოსტონის“ გოლკიპერმა ტუკა რასკმა 39 შაიბა მოიგერია „კოლუმბუსთან“ მატჩში (4:1).