ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ - ცნობილი გახდა მიხაელ შუმახერის ესპანეთში გადაფრენის შესახებ
ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა თავისი 50 წლის იუბილე კუნძულ მალიორკაზე აღნიშნა.
როგორც გერმანული გამოცემა ბუნტე (Bunte) იტყობინება, 20 დეკემბერს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თავის ოჯახთან ერთად დატოვა საკუთარი სახლი ჟენევის ტბასთან და გაემგზავრა პორტ-დ’ატრანსში მდიდრულ ვილაზე. შუმახერების ოჯახი მალიორკაზე შვეიცარიული ავიაკომპანია ჰელი-ალპსის ვერტმფრენით ჩავიდა.
ჟურნალისტებმა შუმახერის შვეიცარიიდან ესპანეთში გადაფრენა შეაფასეს, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ.
მიხაელ შუმახერმა 2013 წელს, სამთო თხილამურებით სრიალისას, თავის მძიმე ტრავმა მიიღო.