მიხაელ შუმახერის ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება - ლეგენდარულმა გერმანელმა ამ მანქანით ყველა რბოლა მოიგო #1TVSPORT
მიხაელ შუმახერის ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება - ლეგენდარულმა გერმანელმა ამ მანქანით ყველა რბოლა მოიგო #1TVSPORT

ბოლიდი Ferrari F300, რომლითაც მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე მიხაელ შუმახერი გამოდიოდა, აუქციონზე გაიტანეს.

ამ ავტომობილით მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ოთხიდან ოთხი რბოლა მოიგო.

სააუქციონო კომპანია RM Sotheby’s ვარაუდობს, რომ ეს ბოლიდი შეიძლება 5–6.5 მილიონ ფუნტად გაიყიდოს.

როგორც ჟურნალმა Motor Sport Magazine-მა გაარკვია, ბოლიდი, რომელიც შუმახერს „საკუთარი შვილივით უყვარდა“, კერძო მფლობელს 1999 წელს მიჰყიდეს.

Ferrari F300 აუქციონზე 20 აგვისტოს გაიყიდება.