მიხაელ შუმახერის მეგობარმა ლეგენდარულ პილოტს ფოტოები გადაუღო და მათი გაყიდვა სცადა #1TVSPORT
MONTE CARLO, MONACO - MAY 22: Michael Schumacher of Germany and Ferrari looks on in the Ferrari pit during the qualifying session for the Monaco Formula One Grand Prix on May 22, 2005 in Monte Carlo, Monaco. (Photo by Vladimir Rys/Bongarts/Getty Images)
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ერთ-ერთმა მეგობარმა ლეგენდარულ პილოტს საიდუმლოდ ფოტოები გადაუღო და მისი გაყიდვა სცადა, – იტყობინება გაზეთი Daily Express-ი.
ამ ფაქტს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა ადგილი. შუმახერის ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი სტუმრად ეწვია ლეგენდარულ პილოტს თითქოსდა მიხაელის მოსანახულებლად.
სტუმარმა როგორღაც მოახერხა ფარულად შუმახერისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება, შემდეგ კი სურათები სხვადასხვა სააგენტოს მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შესთავაზა. ეს იქნებოდა მიხაელის პირველი ფოტოები იმ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, როცა გერმანელმა თხილამურებით სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო.
ამ ისტორიის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი და გერმანიის პროკურატურა უკვე ეძებს ამ ადამიანს, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია.
მიხაელ შუმახერმა ტრავმა 2013 წელს მიიღო და დღემდე მძიმე მდგომარეობაშია, მისი ოჯახი კი ახერხებს საიდუმლოდ შეინახოს ლეგენდარული პილოტის მდგომარეობა.