მწერალთა სახლიდან რამდენიმე ნივთის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მწერალთა სახლიდან შვიდი ნივთი, მათ შორის ლარნაკი და ზარდახშა დაიკარგა, რომელიც შესაძლოა, დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მწერალთა სახლში განუცხადეს. მწერალთა სახლში აცხადებენ, რომ დადგენილი არ იყო, ეს ნივთები მართლაც სარაჯიშვილის საკუთრება იყო თუ არა.
ნივთები მწერალთა სახლის საცავიდან დაახლოებით ერთი წლის წინ გაქრა. მწერალთა სახლის თანამშრომლების ინფორმაციით, მათთვის ცნობილია ქურდობაში სავარაუდო დამნაშავის ვინაობა. მათ ეჭვი დაცვის თანამშრომელზე აქვთ, რის შესახებაც გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მუხლით დაიწყო.
დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით მწერალთა სახლი დღეს ოფიციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.