„ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ვერ ითამაშებს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მარტში გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში.
20 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ მატჩში. მუსიალამ ბოლომდე ითამაშა, მაგრამ ტრავმის გაუარესება არ სურს და ბოლომდე აპირებს აღდგენას.
გერმანია, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელი ქვეყანა, თავისუფალია შესარჩევი მატჩებისგან. ჰანსი ფლიკის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – 25 მარტს პერუსთან და 28 მარტს ბელგიასთან.