მუდრიკმა შეიძლება „ჩელსი“ დატოვოს - ლონდონურ კლუბში უკრაინელი ფეხბურთელით იმედგაცრუებულნი არიან 1TVSPORT
უკრაინის ნაკრების შემტევმა, მიხაილ მუდრიკმა, შესაძლოა, „ჩელსი“ დატოვოს. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია 23 წლის ფეხბურთელით, – წერს ინტერნეტგამოცემა Give me Sport-ი.
წყაროს ცნობით, უკმაყოფილების მიზეზი მუდრიკის თამაშის დონეა. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „ჩელსი“ აპირებს, უკრაინელის გაყიდვის ვარიანტი განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა გარემარბი „შახტარიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინეს. კიდევ 30 მილიონი ბონუსის სახით იყო გაწერილი.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 25 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.