მუდრიკმა შეიძლება „ჩელსი“ დატოვოს – ლონდონურ კლუბში უკრაინელი ფეხბურთელით იმედგაცრუებულნი არიან 1TVSPORT
MANCHESTER, ENGLAND - MAY 25: Mykhaylo Mudryk of Chelsea during the Premier League match between Manchester United and Chelsea FC at Old Trafford on May 25, 2023 in Manchester, England. (Photo by Simon Stacpoole/Offside/Offside via Getty Images)
უკრაინის ნაკრების შემტევმა, მიხაილ მუდრიკმა, შესაძლოა, „ჩელსი“ დატოვოს. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია 23 წლის ფეხბურთელით, – წერს ინტერნეტგამოცემა Give me Sport-ი.
წყაროს ცნობით, უკმაყოფილების მიზეზი მუდრიკის თამაშის დონეა. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „ჩელსი“ აპირებს, უკრაინელის გაყიდვის ვარიანტი განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა გარემარბი „შახტარიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინეს. კიდევ 30 მილიონი ბონუსის სახით იყო გაწერილი.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 25 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.