მთვარეზე  აღმოცენებული ბამბა გახმა
მთვარეზე აღმოცენებული ბამბა გახმა

ორი დღის წინ, მთელი მსოფლიო მოიცვა ამბავმა, რომ ჩინეთის მიერ მთვარის „ბნელ მხარეს“ გაგზავნილ ხომალდზე მოთავსებულ კონტეინერში ბამბის თესლი გაღივდა. ეს პირველი მცენარე იყო, რომელმაც დედამიწის მიღმა, სხვა სხეულზე გაიხარა.

თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მთვარე ამჟამად კვლავ უსიცოცხლოა. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ბამბის გაღიებული თესლები მზის ჩასვლას ვერ გადაურჩა, რადგან ამ დროს კონტეინერში ტემპერატურა -52 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. როგორც ჩანს, კონტეინერს ხელოვნური გათბობა არ ჰქონდა.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სი გენგსინის თქმით, ბამბისგან განსხვავებით, აღმოცენება ვერ შეძლო კონტეინერში მოთავსებულმა სხვა თესლებმა, მაგალითად კარტოფილმა.

გენგსინის თქმით, ეს ექსპერიმენტი უკვე დასრულებულია და ორგანული მასალები კონტეინერში თანდათან გაიხრწნება.

კაფსულა, რომელშიც ჩინელები მთვარეზე მცენარეების გაზრდას აპირებენ

 

დატოვე კომენტარი