მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 444 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 444 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 444 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას მსოფლიოში 10 885 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 102.58 მილიონს გადააჭარბა, 2 222 647 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 58 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ის 25.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 440 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.