მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ტუნისის „ესპერანსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ნახევარფინალში ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს, ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.
მატჩის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე „სუონსის“ ყოფილმა ფორვარდმა ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა და ეს შეცვლაზე შესვლიდან რვა წუთში მოახერხა.
მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი მოჰამედ კანო მოედნიდან გააძევეს, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია და საუდის არაბეთის ჩემპიონმა მატჩი 1:0 მოიგო.
მეორე ნახევარფინალში „ლივერპულის“ მეტოქე მექსიკური „მონტერეი“ იქნება, რომელმაც ყატარულ „ალ-სადს“ 3:2 აჯობა.
ნახევარფინალები 17 და 18 დეკემბერს გაიმართება.