ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გადატანას 2022 წლისთვის გეგმავს
ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გადატანას 2022 წლისთვის გეგმავს

ფიფა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გადატანას 2022 წლის ივნისისთვის გეგმავს, იტყობინება AS.  თავდაპირველად ტურნირის ჩატარება ჩინეთში 2021 წლის 17ივნისიდან 4ივლისის ჩათვლით იგეგმებოდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადადების გამო მისი ჩატარების თარიღი გაურკვეველი გახდა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით უნდა გაიმართოს, მონაწილეთა რაოდენობა შვიდიდან 24-მდე გაიზრდება და ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

გათამაშების 2022 წლისთვის გადადების მიუხედავად,შემდეგი ტურნირი 2025 წელს ჩატარება.