მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - „ფლამენგო“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება (ვიდეო)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი ბრაზილიური „ფლამენგოს“ გამარჯვებით დასრულდა, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ყატარში გამართული მატჩის პირველი ტაიმი საუდელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს (ალ-დავსარი), თუმცა მეორე ტაიმში „ფლამენგომ“ სიტუაცია გამოასწორა და სამი უპასუხო გოლი (დე არასკაეტა, ენრიკე, ალბულაიჰი – ავტ.) გაუტანა მეტოქეს.

ბრაზილისა ჩემპიონი და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ახლა თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც „ლივერპულსა“ და მექსიკურ „მონტერეის“ შორის მატჩში გაირკვევა.

თამაში 18 დეკემბერს, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.