„ლივერპული“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია (ვიდეო)

„ლივერპული“ კლუბებს შორის მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა. ყატარის დედაქალაქ დოჰაში „ხალიფას“ საერთაშორისო სტადიონზე გამართულ ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი „ფლამენგო“ დაამარცხა – 1:0.

ერთადერთი გოლი დამატებით დროში რობერტო ფირმინომ გაიტანა – მან სადიო მანეს პასით გამოიჩინა თავი.

„ლივერპულმა“ მეოთხე მცდელობიდან პირველად მოიპოვა კლუბებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ინგლისურ კლუბს მანამდე სამი ფინალი ჰქონდა წაგებული – 1981, 1984 და 2005 წლებში.

მატჩის შემდეგ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ „ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო.

დატოვე კომენტარი