მსოფლიოს მესამე ჩოგანი ცინცინატის „მასტერსს“ სამარცხვინოდ გამოეთიშა
ცინცინატის „მასტერსს“ გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი. ავსტრიელმა კატასტროფული ფორმა აჩვენა სერბი ფილიპ კრაინოვიჩის წინააღმდეგ და 2:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 62 წუთი გრძელდებოდა.
მსოფლიოს 32-ე ჩოგანმა კრაინოვიჩმა უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – თავის გეიმებში მან ჯამში მხოლოდ ორი ქულა დათმო. შესაბამისად, ტიმი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც კი არ მისულა. რაც შეეხება ავსტრიელის მოწოდებაზე თამაშს, კრაინოვიჩმა ოთხი ბრეიკის შესრულება მოახერხა.
სერბისთვის ეს იყო მე-18 მატჩი ტოპ-ათეულს წევრებთან და მხოლოდ მეორე მოგება.
II წრის შედეგები:
ჯოკოვიჩი (სერ)-ბერანკისი 7:6(2), 6:4
კრაინოვიჩი (სერ)-ტიმი (ავსტრია) 6:2, 6:1
მედვედევი (რუს)-ჯირონი (აშშ) 6:4, 6:4
ციციპასი (საბ)-ანდერსონი (ს-აფრ) 6:1, 6:3
მარეი (ბრიტ)-ა. ზვერევი (გერ) 6:3, 3:6, 7:5
ბერეტინი (იტა)-რუუსუვუორი (ფინ) 6:4, 6:7(3), 7:5
გოფენი (ბელ)-ჩორიჩი (ხორ) 7:6(6), 6:4
ბაუტისტა აგუტი (ესპ)-გასკე (საფ) 7:5, 6:1
ოპელკა (აშშ)-შვარცმანი (არგ) 6:3, 7:6(4)
ხაჩანოვი (რუს)-კარენო ბუსტა (ესპ) 7:6(8), 6:1
შტრუფი (გერ)-შაპოვალოვი (კან) 7:6(4), 3:6, 6:4
ფუჩოვიჩი (უნგ)-დიმიტროვი (ბულ) 7:5, 4:6, 6:2
სანდგრენი (აშშ)-ოჟე ალიასიმი (კან) 6:7(4), 6:2, 7:6(5)
ისნერი (აშშ)-მილმენი (ავსტრა) 4:,6 7:6(3), 7:6(5)
ბედენე (სლოვენ)-ფრიტცი (აშშ) 7:6(5), 7:5
რაონიჩი (კან)-ევანსი (ბრიტ) 6:3, 7:5