მსოფლიოს მესამე ჩოგანი ცინცინატის „მასტერსს“ სამარცხვინოდ გამოეთიშა

18:41, 25.08.2020

ცინცინატის „მასტერსს“ გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი. ავსტრიელმა კატასტროფული ფორმა აჩვენა სერბი ფილიპ კრაინოვიჩის წინააღმდეგ და 2:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 62 წუთი გრძელდებოდა.

მსოფლიოს 32-ე ჩოგანმა კრაინოვიჩმა უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – თავის გეიმებში მან ჯამში მხოლოდ ორი ქულა დათმო. შესაბამისად, ტიმი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც კი არ მისულა. რაც შეეხება ავსტრიელის მოწოდებაზე თამაშს, კრაინოვიჩმა ოთხი ბრეიკის შესრულება მოახერხა.

სერბისთვის ეს იყო მე-18 მატჩი ტოპ-ათეულს წევრებთან და მხოლოდ მეორე მოგება.

 

II წრის შედეგები:

ჯოკოვიჩი (სერ)-ბერანკისი                                                7:6(2), 6:4

კრაინოვიჩი (სერ)-ტიმი (ავსტრია)                              6:2, 6:1

მედვედევი (რუს)-ჯირონი (აშშ)                        6:4, 6:4

ციციპასი (საბ)-ანდერსონი (ს-აფრ)             6:1, 6:3

მარეი (ბრიტ)-ა. ზვერევი (გერ)                                       6:3, 3:6, 7:5

ბერეტინი (იტა)-რუუსუვუორი (ფინ)           6:4, 6:7(3), 7:5

გოფენი (ბელ)-ჩორიჩი (ხორ)                                                7:6(6), 6:4

ბაუტისტა აგუტი (ესპ)-გასკე (საფ)                             7:5, 6:1

ოპელკა (აშშ)-შვარცმანი (არგ)                                       6:3, 7:6(4)

ხაჩანოვი (რუს)-კარენო ბუსტა (ესპ)                                                7:6(8), 6:1

შტრუფი (გერ)-შაპოვალოვი (კან)                                                7:6(4), 3:6, 6:4

ფუჩოვიჩი (უნგ)-დიმიტროვი (ბულ)             7:5, 4:6, 6:2

სანდგრენი (აშშ)-ოჟე ალიასიმი (კან)                                                6:7(4), 6:2, 7:6(5)

ისნერი (აშშ)-მილმენი (ავსტრა)                                4:,6 7:6(3), 7:6(5)

ბედენე (სლოვენ)-ფრიტცი (აშშ)    7:6(5), 7:5

რაონიჩი (კან)-ევანსი (ბრიტ)            6:3, 7:5

მსგავსი