მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა უკრაინელებთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა უკრაინის უძლიერეს გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონებთან, მარია მუზიჩუკთან და ანა უშენინასთან შეხვედრები ყაიმით დაასრილეს.
მერი არაბიძემ შავი ფერის ფიგურებით და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მეხეთუ ნომერი ანა მუზიჩუკი.
ნინო ბაციაშვილი ინა გაპონენკოსთან დამარცხდა.
მომდევნო მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთის გუნდის მეტოქე იქნება.
მეოთხე ტური:
ეგვიპტე 1,5 : 2,5 უნგრეთი.
საქართველო 2 : 2 უკრაინა.
ყაზახეთი 2,5 : 1,5 აშშ.
სომხეთი 1,5 : 2,5 ჩინეთი.
რუსეთი 3,5 : 0,5 ინდოეთი.
მეხუთე ტური:
ინდოეთი – ეგვიპტე.
ჩინეთი – რუსეთი.
აშშ – სომხეთი.
უკრაინა – ყაზახეთი.
უნგრეთი – საქართველო.
სატურნირო მდგომარეობა:
I-II ადგილი: რუსეთი, ჩინეთი – 8 ქულა;
III ადგილი: უკრაინა – 6 ქულა;
IV- V ადგილი: საქართველო, ინდოეთი – 4 ქულა;
VI – VII ადგილი: აშშ, ყაზახეთი – 3 ქულა;
VIII- IX ადგილი: სომხეთი, უნგრეთი – 2 ქულა;
X ადგილი: ეგვიპტე – 0 ქულა;