მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ის არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. გარდა ამისა, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის 100 წლისთავთან დაკავშირებით ტურნირის პირველი სამი შეხვედრა ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში გაიმართება.
31 ივლისამდე მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა წარადგინონ ქალაქებისა და სტადიონების სია, რომლებიც ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ.