საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 2022 წელს გაიმართება და მას ინგლისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას „მსოფლიო რაგბი“ ავრცელებს – რაგბის მმართველი ორგანიზაცია, რომლიც გამგეობის მომდევნო სხდომაზეც ტურნირის ფორმატს და სამომავლო გეგმებს განიხილავს.
ჯერ კიდევ შარშან, „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა განაცხადა, რომ სურდა ტურნირის გამართვა, რომელშიც საფრანგეთის „ტოპ 14“-ის, კელტური „პრო 14“-ის, ინგლისური „პრემიერშიფის“ ოთხ-ოთხი, „სუპერ რაგბის“ ექვსი, ხოლო თითო იაპონური და ამერიკული კლუბი ითამაშებენ. ლარპოტის გეგმის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე 20 კლუბი ხუთ ოთხ გუნდა ჯგუფში განაწილდება, რის შემდეგაც პლეი-ოფი დაიწყება, რომლის ფორმატიც ამ დრომდე უცნობია. შესაძლოა, რომ ფორმატის ცვლილება სამხრეთ აფრიკული გუნდების მხრიდან „სუპერ რაგბის“ დატოვებამაც გამოიწვიოს.
ტურნირი, გეგმის მიხედვით, ოთხ წელში ერთხელ გაიმართება და მისი გამართვისთვის დასახელებული ეროვნული, თუ საერთაშორისო გათამაშებების ხელმძღვანელთა თანხმობაა საჭირო.