მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად გასამართი მატჩი ევროპაში არ გაიმართება
საერთშორისო საჭადრაკო ფედერაციის ხელმძღვანელმა, არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას განზრახული აქვს კონტინენტების როტაციის მეთოდს მიმართოს და მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად გასამართი მატჩი ევროპაში არ ჩაატაროს.
„ვფიქრობ, დიდი ტურნირების მასპინძლობაზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც, თავიანთ კანდიდატურებს აზიური ქვეყნები – ჩინეთი, იაპონია, სინგაპური და ჰონკონგიც წამოაყენებენ. ჩვენც გვინდა როტაციას მივმართოთ, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არ ჩატარდება ევროპაში. ეს იქნება ღია პროცესი. ჩვენ განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, ჩატარების ფორმატს და ავირჩევთ იმას, ვინც საუკეთესო პირობებს შემოგვთავაზებს.“ – ამბობს ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი.