მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული რეკორდულ თანხას მიიღებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული რეკორდულ თანხას მიიღებს #1TVSPORT

არგენტინა და საფრანგეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან და გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ჩემპიონი გახდება, სხვებზე მეტ თანხასაც მიიღებენ.

ახლა მხოლოდ ერთი კითხვა დარჩა, რომელი მათგანი მოიპოვებს ფიფა-ს საპრიზო ფონდიდან ყველაზე დიდ პრემიას.

ფიფა-მ გამოაცხადა, რომ კატარის მუნდიალზე 10%-ით გაიზარდა ჯამური საპრიზო თანხა და 425 მილიონ ევროს მიაღწია, 2018 წელს კი რუსეთში შესაბამისი თანხა 386 მილიონს შეადგენდა.

საპრიზო თანხა ტურნირის მონაწილე ყველა ქვეყანაზე გადანაწილდება. ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენილმა 16 გუნდმა 8,7 მილიონი მოიპოვა, მერვედფინალში გამოვარდნილებმა – 12,6 მილიონი, მეოთხედფინალში დამარცხებულებმა კი 16,4 მილიონი მიიღეს.

რაც შეეხება ოთხეულში მოხვედრილებს: მაროკომ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა და 24,2 მლნ დააგროვა, ხოლო ხორვატიამ, როგორც მინიფინალის გამარჯვებულმა – 26,1 მლნ.

მთავარი საკითხია, არგენტინა გახდება ჩემპიონი თუ საფრანგეთი. ფინალში დამარცხებული 29 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი – 40,6 მილიონს.

როგორ გადანაწილდა საპრიზო ფონდი:

8,7 მლნ

ეკვადორი, კატარი, ირანი, უელსი, მექსიკა, საუდის არაბეთი, ტუნისი, დანია, გერმანია, კოსტა რიკა, ბელგია, კანადა, კამერუნი, სერბეთი, ურუგვაი, განა

12,6 მლნ

აშშ, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სენეგალი, პოლონეთი, ესპანეთი, შვეიცარია

16,4 მლნ

ნიდერლანდები, ბრაზილია, ინგლისი, პორტუგალია

24,2 მლნ

მაროკო

26,1 მლნ

ხორვატია

29,0 მლნ

ფინალში დამარცხებული (არგენტინა ან საფრანგეთი)

40.6 მლნ

გამარჯვებული (არგენტინა ან საფრანგეთი)